ხარკოვში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულ 7 ადამიანს შორის 2 ბავშვია – აცხადებს უკრაინის შსს. რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის ქალაქები ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 29 რაკეტა და 480 დრონი გაუშვეს.
ხარკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულების ცხედრები ნანგრევებში იპოვეს.
