ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს მოკვლით ემუქრებიან – რა განცხადებას ავრცელებს რიჩარდ ამსტერდამი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილი ადვოკატი, რიჩარდ ამსტერდამი ავრცელებს.
ამსტერდამის განცხადებით, ორ უცხოურ სადაზვერვო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მოკვლით ემუქრებოდნენ. “სახიფათო ვითარების” ფონზე, რომელშიც მისი კლიენტი იმყოფება, ადვოკატი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ და სავარაუდო შეთქმულების უკან მყოფი პირები გამოიძიონ.
“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად,” – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოკვლის შეთქმულება შესაძლოა იყოს “უცხოური ძალების სამუშაო, რომლებიც საქართველოში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ”.