Saturday, July 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უცხოელი ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

April 23, 2025
“დამიკავშირდა გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი “მტკვარი ჰესის” საკითხზე”- გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები, ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

ადვოკატი რობერტ ამსტერდამისა და მისი იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია ორი  უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო. ამსტერდამი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ საქმის უკან.

“გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუქარის შესახებ შეიტყო.

მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით, ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები” ნათქვამია განცხადებაში.

იურიდიული კომპანია ბაჩიაშვილის კომენტარსაც ავრცელებს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთვება ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეზე,  რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის განადგურების მიზნის მისაღწევად“.

ადვოკატმა ამსტერდამმა ასევე არ გამორიცხა, რომ მკვლელობის შეთქმულება შეიძლება იყოს „გარე ძალების ნამუშევარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ამსტერდამი და პარტნიორები“ საერთაშორისო იურიდიული ფირმაა, რომლის ოფისებიც ლონდონსა და ვაშინგტონში მდებარეობს.

შეგახსენებთ, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 25 წლის კაცი სისტემას ამხელს: პოლიციაში ცემით მაღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია – ტვ პირველი
  • ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, რომელსაც ქალი 9 წლიდან გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პოლიციამ გამოკითხა
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge