Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასტიკად გვაწამეს… სცემეს მამაჩემს, ძირს დაგდებულ დედაჩემს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდეგ საპატიმროში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე შემოვიდა…” – რას იხსენებს დაჩი ცაგურია

October 13, 2021
“სასტიკად გვაწამეს… სცემეს მამაჩემს, ძირს დაგდებულ დედაჩემს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდეგ საპატიმროში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე შემოვიდა…” – რას იხსენებს დაჩი ცაგურია

დაჩი ცაგურია იხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, 2009 წლის 15 ივნისს, მომხდარ შემთხვევას, როდესაც პროტესტის გამოხატვისთვის ახალგაზრდებს სამართალმდაცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ცაგურია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, მისი დაკავების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მის მშობლებსაც.

მისივე თქმით, ძალის გადამეტების ფაქტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, იმ დროისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ხერხეულიძე ამართლებდა.

“ეხლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც დღეს არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არსებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, ცემისგან თავი რამდენიმე ადგილას მქონდა გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომბუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა.

ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკად სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ, რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდეგ საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ- ნაგვემს მეუბნება, რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს! არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო. დიახაც, “უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემეს” – გამიმეორა რამდენჯერმე… ეხლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკაშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის?

საპატიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალი ხომ არ დაავიწყდა?” – წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge