გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტომობილი, სავარაუდოდ, რკინის ჯებირს შეეჯახა.
შემდეგად, მას ცეცხლი გაუჩნდა.
დაღუპულია მანქანაში მყოფი ორი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.