“მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა” – ამის შეესახებ ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის, „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ შეწირულად“ გამოცხადებით თეა წულუკიანმა მთელი საქართველო შეურაცხყო; არა, მან მეტიც მოახერხა, მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა.
ამ ბოროტი ქალბატონის პირით ქვეყნის მთავარმა ჩარჩმა, ლაჩრობისა და „აბა ომი გინდას“ აპოლოგეტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა უკვე გმირობას წარუდგინა პრეტენზია. როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი უკვდავი გენიის სიტყვები: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. გავიხსენოთ, სანამ გველის ენა რუსთაველსაც მისწვდება“ – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში