ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანება – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანის განცხადებას ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე.
“რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა , არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება , რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება , რომელთანაც გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა , არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელია აქ და ცხადია ყველაფერი.”- თქვა კობახიძემ.
წყარო