Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სოფელ წინანდალში სტიქიამ ათობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

July 13, 2026
სოფელ წინანდალში სტიქიამ ათობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში ზარალს ითვლიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ წინანდალში, სადაც ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ათობით ჰექტარი ვენახი განადგურდა.

დაზარალებული გლეხები აცხადებენ, რომ მათთან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან. მათი თქმით, არ იციან, რა ფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება და როგორ შეძლებენ განადგურებული მოსავლის ფონზე საბანკო ვალდებულებების შესრულებას.

“აი, ამ ტერიტორიას, რასაც უყურებთ, დაახლოებით 10 ჰექტარი ვენახია განადგურებული. აბა, რა ვთქვა, ღამის ოთხი საათი იყო, რომ მოხდა ეს ამბავი, როგორც იძახიან, მე აქ არ ვყოფილვარ. ბიჭები ყვებიან, რომ ხევმა რომ დაიწყო ხმაური, წყალმა რომ დაიწყო გადმოსვლა, უკვე გასაგები გახდა, რომ აქ ყველაფერს წაიღებდა. სრულად განადგურებულია ყველაფერი, მიწაც აღარ არის, რომ რაღაც გააკეთო… პირადად მე არავინ დამკავშირებია, რომ ასე და ასე იქნებაო. სოფლის გამგებელს დავურეკე და კომისია იქნებაო და როდის იქნება არავინ არაფერი იცის” – ამბობს ადგილობრივი.

წინანდალში იმყოფებიან “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებიც, რომლებიც მოსახლეობას ესაუბრნენ.

“მოსახლეობას დაუზიანდა ვენახები, ფაქტობრივად განადგურებულია, არაფერი აღარ არსებობს, მიწაც აღარ ვარგა სამომავლოდ რომ რამე გაშენდეს. საქმე ის არის, რომ მოსახლეობა უჩივის უყურადღებობას, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან ადგილზე, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გვაქვს, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ და დაჰპირდნენ, რომ მიხედავენ, მაგრამ რა კუთხით და როგორ, რა ჩართულობა იქნება , არ იციან” – ამბობს თელავის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველოს” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კახეთში ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ტვერელის ეკლესია დაჩრდილა
  • “კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია” – ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge