თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული – დედაქალაქის ისტორიულ უბანში კაფე “ლინვილის” სახურავი ჩაინგრა და იატაკიც ჩაიტანა. შემთხვევის დროს ადგილზე პერსონალიც და სტუმრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში სამაშველო სამსახურისა და მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, ტერიტორია მთლიანად აქვთ შემოსაზღვრული წითელი ლენტებით და ვითარებას სწავლობენ.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მეორე სართულზე წვიმის შედეგად წყალი დაგროვდა, რამაც ჭერის ჩამონგრევა განაპირობა. ამასთან, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართები.
“ევაკუაცია მოხდა. ჭაჭაინი, ესთეთი, ლინვილი და ჩვენი ოფისი. სახურავზე წყალი აივსო და შეიძლება ჩამოინგრესო, ამიტომ გამოგვიყვანეს. სამივეგან არის საფრთხეო. შუქებიც გათიშეს. ლინვილის მომხმარებლები ამ დროს შიგნით იყვნენ. იატაკიც ჩაინგრა. არავინ დაშავებულა.” – ამბობს ადგილობრივი.წყარო