კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ, ცხრა აპრილს, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა – უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია”.
“უცხოური ძალა იმას ნიშნავს, რასაც, მაგალითად, დღეს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით წარმოადგენს, რომლებიც გამარგინალებული არიან […] ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა – უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო. ჩვენი შინაურები იყვნენ? – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ოკუპანტი რუსეთი “უცხოურ ძალად” მოიხსენია.
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას” – დაწერა კობახიძემ.
