თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული თითქოსდა ერთობლივად ბიზნესის დაწყების მოტივით, დაზარალებულის კუთვნილ 160 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია. მას შემდეგ კი, რაც დაზარალებულმა თაღლითურად მისაკუთრებული თანხის დაბრუნება მოითხოვა, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით სცადა მისი იძულება უარი ეთქვა მოთხოვნაზე” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
