ჟურნალისტ, ელისო კილაძის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების წინ რამდენიმე წუთი ჰქონდა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად:
“ორშაბათს ჩვენი ელჩი დავით ბაქრაძე სახელმწიფო დეპარტამენტშია დაბარებული !
დაკავების წინ ათი წუთი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს მოსაფიქრებლად, რომ ივანიშვილის წინადადება მიეღო და ქვეყანა უჩუმრად დაეტოვებინა!
ციხეში წავიდა !
ახლა ჯერი ჩვენზეა !
#ერთადგავიმარჯვებთ,” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, რომელშიც 1-ელ ოქტომბერს, დაკავების შემდეგ მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა ციხის ექიმებსაც აუკრძალა.
https://mix.metronome.ge/22067-2/
https://mix.metronome.ge/22059-2/