ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი და მარიამ შარმანაშვილი დაშორდნენ.
როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი მარიამს აღნიშნულ თემაზე პირად შეტყობინებებში ნეგატიური შინაარსის წერილებს უგზავნის.
„ასეთებიც გვყავს სამწუხაროდ საზოგადოებაში, მიწასთან გასწორებულს ზემოდან რომ შედგებიან და ამით სიამოვნებას იღებენ..
ჰგონიათ, რომ რამეს გატკენენ…
დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ, მაგრამ ერთი იცოდეთ, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად, მალე იხილავთ მარიამს უფრო ძლიერს და ბედნიერს!!“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
