გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
ამის თაობაზე ატეხილ სკანდალს, ცოტა ხნის წინ ჩაატარებულ ბრიფინგზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„რძის სკანდალი ბევრი რამის მაჩვენებელია, ოლიგარქიული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს პატარა და დიდი ოლიგარქები გამდიდრნენ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე, იმიტომ გვინდა ევროპა რომ ადამიანი იყოს დაცული, არსებობდეს ნამდვილი სურსათის უვნებლობის სააგენტო. აღმოჩნდა, რომ დღეს ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული… ჩვენი პროდუქტი არანაირად არ არის დაცული“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.