Sunday, July 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიახლე, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

July 12, 2026
ინფორმაცია მძღოლებისთვის – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

1-ელი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

როგორც სამინისტრო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული. კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

შსს ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იზრდება – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 30 ქულის შემცირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge