23 მარტს, „დინამო არენაზე“, ერთა ლიგის პლეი-ოფში, საქართველომ სომხეთი დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 9:1) და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველ გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე შეცვივდა, რასაც სომეხი სტუმრების შეურაცხყოფა მოჰყვა.
სავარაუდოდ, აღნიშნულის გამო, საქართველო UEFA-სგან დაისჯება.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ფულადი ჯარიმა და 1 მატჩის უმყურებლოდ ჩატარება ემუქრება.
როგორც ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილება 9 აპრილს უნდა გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ვითარებას ართულებს ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას UEFA-სგან გაფრთხილება და პირობითი დისკვალიფიკაცია მიღებული უკვე ჰქონდა. ეს 2024 წელს, ალბანეთთან საშინაო შეხვედრისას მომხდარი ინციდენტს უკავშირდება.