შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე ილაპარაკა.
მისი თქმით, “არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშებისა და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ, რომელიც გადაეცემა ადამიანის უფლებათა კომიტეტს“.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის დაინიცირებაზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი. უკვე ორი წელია პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. 2 წელია მიმდინარეობს მუშაობა. როგორც იცით, მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის, 7 წელია, რაც ძალაშია. ამიტომ, მოხდა შესწავლა იმის თუ, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, მოხდეს მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.