Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სასტიკად ნაწამებ სულხანს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ…- მასთან მისულს გული წაუვიდა… – ექიმს უთხრეს არ თქვაო… – თამაზ მოლაშვილი

October 4, 2021
სასტიკად ნაწამებ სულხანს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ…- მასთან მისულს გული წაუვიდა… – ექიმს უთხრეს არ თქვაო… – თამაზ მოლაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედის კვირა“ მისი შვილის დაკავებისა და წამების ფაქტები გაიხსენა. იგი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სულხან მოლაშვილის დაპატიმრებისა და წამების საქმეში ფიგურირებდა.

„ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში შეყვანის კადრები ვნახე. ერთი მაგის სახეს შეხედეთ, როგორი გაღიმებული შევიდა ციხეში. მაგისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ციხეში რომ შეხვალ, როგორც სულხან მოლაშვილს ზურგზე სიგარეტის ნამწვავს მიგადებენ, როგორ ხასიათზე შევიდოდა? ეგ ღიმილით შევიდოდა ციხეში?“– აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.

ამასთან, როგორც  თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, მისი შვილი სულხან მოლაშვილი დაპატიმრებისას 120 კილოგრამს იწონიდა და ორ თვეში მისი წონა 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა.

„სასტიკად ნაწამებს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. მომდიოდა ეს ამბები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტებით სავსე პიროვნებაა და უხარია სხვისი ტანჯვა და წამება. მაგასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, რომ იარაღი მქონოდა ხელში მაგრამ ვერ ვეღირსე მაგას.

როდესაც სულხანი დააკავეს, მეშვიდე საპყრობილეში გააქანეს ბნელ სარდაფში სადაც არც სინათლე იყო, არც სკამი, არც მაგიდა. ელენე თევდორაძე და მათიას იორში სანახავად რომ მივიდნენ, მათიას იორშს გული წაუვიდა და ძლივს გამოიყვანეს. ეს წამება არ იყო?

ყველაზე ძალიან იცით რაზე მწყდება გული?! – რამაც ჩემი შვილის გარდაცვალება გამოიწვია… ე. ი. მიხეილ სააკაშვილის თამადობით, მასთან ძალიან ბევრ პიროვნებას აქვს დანაშაული ჩადენილი. იგივე გიგა ბოკერიას, თუნდაც პროკურორ გრიგალაშვილს, ექიმებს.

როდესაც სულხან მოლაშვილს „C ჰეპატიტი“ დაუდგინეს, 11 თვე არ უმკურნალეს. ექიმს უთხრეს არ თქვა, ზევით ეწყინებათო – ეს უკვე დავალება იყო, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულიყო, დაავადებული ყოფილიყო. თავიდანვე რომ ემკურნალათ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო. საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ, მაგრამ ისეთი დაავადება ჰქონდა, რომ ვერაფრით ვერ მოარჩინეს.

პედაგოგი ვარ და არცერთ შემთხვევაში არ მინდა ვინმე მოკლან ან ჩამოახრჩონ, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ სააკაშვილს და მის მსგავს ადამიანებს გნებავთ უგულავას, გნებავთ მერაბიშვილს გასუქებულები და გაბღენძილები რომ გამოვიდნენ ციხიდან, რაღაცნაირად შეუმცირონ საკვები, რომ რაღაცით მაინც იგრძნონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ გაფუფუნებულ ვითარებაში რომ ამყოფებენ ციხეში, იმიტომაც ღიმილით შევიდა სააკაშვილი. ის რაც პირადად სააკაშვილის მეთაურობით ჩემმა ოჯახმა განიცადა, იმის ნახევრის ნახევარი მაინც რომ მიიღოს ,“- აღნიშნა მოლაშვილმა.

როგორც თამაზ მოლაშვილი ამბობს, მისი შვილის, სულხან მოლაშვილის საქმეში მიმართა საქმეში გიგა ბოკერიაც ფიგურირებს.

„აიღეთ თუნდაც ბოკერია, რამდენჯერ ამბობდა სულხანი ტელევიზიით, მედიაში, მას ადებდა ხელს. თუ სადმე ვინმემ გაიგონა ის, რომ გიგა ბოკერიას ეთქვას, რომ ეგ ტყუილია. როდესაც სულხანს ვკითხე, შვილო, რატომ არ იღებს ბოკერია ხმას-მეთქი, მიპასუხა, მასთან პირისპირ რომ დამსვა ისეთ რაღაცეებს ვეტყვი, ენა ჩაუვარდება და სასტიკად გამტყუნდება ხალხის წინაშეო. როგორც გავიგე მას წინასწარ ჰქონდა სია შედგენილი, რომ მთავრობაში რომ მოვიდოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ. მაგისმა მოგვარემ სულხანის უთხრა, ეგ სია მაჩვენა და თქვენც ხართ იმ სიაში და აუცილებლად დაგაპატიმრებენო“, – გაიხსენა სულხან მოლაშვილის მამამ.

ცნობისთვის, 2016 წლის 29 ივნისს, 47 წლის ასაკში საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიახლე მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს – გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა
  • წალენჯიხის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
  • “ოჯახის თხოვნაა ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge