Saturday, November 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო” – ელენე დევიძე

November 28, 2026
“დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო” – ელენე დევიძე

„დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო“ – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, აქციებზე დაკავებული მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა განსხვავებული აზრისა და თავისუფლების მოთხოვნის გამო მოქალაქეების დასჯა, მშობლების ცრემლები, ოჯახების ტკივილი და ახალგაზრდების ცხოვრების შეფერხება.

„საქართველო არ არის არც ერთი პარტიის, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის და არც ერთი ხელისუფლების საკუთრება. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს“, – განაცხადა ელენე დევიძემ.

გამოსვლაში მან ასევე გამოეხმაურა 26 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუს ხალხთან დაკავშირებით. ელენე დევიძის თქმით, საზოგადოებისთვის ძვირფასია საკუთარი ქვეყანა, მიწა, თავისუფლება, ისტორია და მომავალი, და არავის ავიწყდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, დევნილები და დაკარგული სახლები.

მან ხელისუფლების მხრიდან ევროპულ ღირებულებებზე საუბარს ირონიული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული მიმართულება არ არის, არამედ ადამიანის ღირსებას, კანონის უზენაესობას, თანასწორობასა და თავისუფლებას გულისხმობს, რასაც, მისივე თქმით, პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების პატივისცემა სჭირდება.

“უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის და შეუპოვარი ბრძოლისთვის. ორი წლის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მომავალი შეეჩერებინა. ალბათ ეგონა, რომ რამდენიმე განცხადება, მუქარა და დაკავება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ხალხის ხმა ჩაეხშოთ, მაგრამ ორი წელი გავიდა და ჩვენ ისევ აქ ვდგავართ.

ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვნახეთ. ვნახეთ, როგორ ექცევიან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებულ აზრს გამოხატავენ. ვნახეთ, როგორ სჯიან ადამიანებს თავისუფლების მოთხოვნისთვის. ვნახეთ მშობლების ცრემლები, ოჯახების ტკივილი და ახალგაზრდების ცხოვრება, რომლებიც ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა ანგარიშსწორებამ გააჩერა და განვითარების საშუალებას აღარ აძლევს. და ამ ყველაფრის ფონზე მინდა დავსვა ერთი ძალიან მარტივი კითხვა: ვისთვის არის ეს ხელისუფლება?

26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასი ხალხია. მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენთვის ძვირფასი ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მიწაა, ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალია. არ გვავიწყდება, ვინ არის ჩვენი ტერიტორიების დამპყრობელი, არ გვავიწყდება ჩვენი დევნილები, დაკარგული სახლები და ოკუპირებული ტერიტორიები, და მით უმეტეს არ გვჭირდება ხელისუფლებისგან იმის ახსნა, ვისთან უნდა გვქონდეს კეთილგანწყობა და ვისთან დიალოგი.

ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ევროპულ მომავალზე საუბრის გამო უპირისპირდება, თავად გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე. ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული მიმართულება არ არის. ევროპა არის ადამიანის ღირსება, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე ისაუბროთ ევროპაზე, მაგრამ ევროპულ ღირებულებებს მხოლოდ ლაპარაკით ვერ დაამკვიდრებთ – მას პატივისცემა სჭირდება, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

ხელისუფლება დროებითია, თანამდებობებიც დროებითია, ძალაუფლებაც დროებითია, ქვეყანა კი რჩება. და საქართველო არ არის არც ერთი პარტიის, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის და არც ერთი ხელისუფლების საკუთრება. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ორი წლის შემდეგაც აქ ვართ არა იმიტომ, რომ არ დავიღალეთ, არამედ იმიტომ, რომ დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო და ამ მოთხოვნაზე არასოდეს ვიტყვით უარს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”- თქვა დევიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო” – ელენე დევიძე
  • “ამ ადამიანების გაჩერება შეუძლებელია – ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანენ“ – ზურაბ ჯაფარიძე
  • “მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს… ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ – მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge