თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.
უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა – ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს. პაპიძის სხდომის გადაღება “კურიერი P.S.“-მა ექსკლუზიურად შეძლო.
ბრალდებული მკაცრი პირობების შემსუბუქებას და დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლას ითხოვს. როგორც მან მოსამართლეს მიმართა, მისი სურვილია ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.
“მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. მე არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ. მაგრამ, ის რომ ზომბად ვიქცე… ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი ხომ? ცხოვრება გადის… მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი. არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა.
როცა შეიძლება შენ დასაქმდე, რაღაცა დააგროვო, ელემენტარული, შემდგარი გახვიდე გარეთ. შეიძლება ისეთი რაღაცები ისწავლო, რაც გარეთ ვერ ისწავლი, განავითარო შენი ბიზნესი, დაიწყო რაღაცა… ანუ ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
განაგრძეთ კითხვა