Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოიმატებს თუ არა სააღდგომოდ კვერცხის ფასი? – ინფორმაციას “კუმისის” დირექტორი ავრცელებს

March 30, 2025
მოიმატებს თუ არა სააღდგომოდ კვერცხის ფასი? – ინფორმაციას  “კუმისის” დირექტორი ავრცელებს

„კუმისის“ დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხზე ფასი არ მოიმატებს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, პირიქით, ფასების შემცირებასაც შეიძლება ველოდოთ.

„ფასების ზრდა არ იქნება, პირიქით. ჩვენ საახალწლოდაც და სააღდგომოდაც ფასდაკლებებსაც ვაკეთებთ. იქნება გარკვეული დღეების ფასდაკლებები. ამიტომ ფასი ნამდვილად არ გაიზრდება“, – განმარტა მან.

მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება რაოდენობრივად მატულობს.

„ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება იზრდება. რადიკალური ზრდა არ არის, მაგრამ 5-6%-იანი ზრდა შეინიშნება. საქსტატის მონაცემებითაც, ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება 1-2 ცალი კვერცხით მატულობს, რაც კარგია. ამიტომაც ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მოთხოვნას ფეხი ავუწყოთ“, – განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

„კუმისმა“ გასულ წელს 85 მლნ კვერცხი აწარმოვა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს კომპანიას 6%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წელსაც, ანალოგიური ზრდა აქვს დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა. ამის მიზეზად „კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძე თურქეთში შექმნილ დეფიციტს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოსთვის კვერცხის ერთადერთი საიმპორტო ქვეყანაა 2021 წლის შემდეგ. ამჟამად შეჩერებული იმპორტი კი თურქეთში გავრცელებულ ფრინველის გრიპს უკავშირდება.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge