Tuesday, November 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

March 30, 2025
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.

ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.

ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“ – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით შეუწყება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
  • ქობულეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – რა ვითარებაა ადგილზე?
  • CLOUDFLARE-ს ხარვეზის გამო ბევრი ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge