Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმა 5000 ლარი იქნება – მომავალი კვირიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება

March 29, 2025
ჯარიმა 5000 ლარი იქნება – მომავალი კვირიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება.

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.

„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.

თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge