ბოლო დროს, ფრანგული პრესა აქტიურად წერდა „პსჟ“-ში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ცენტრფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის ნეაპოლური დუეტის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შესაძლებლობა გამოირიცხა.
ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ლუის ენრიკეს ვიქტორ ოსიმენის ცხოვრების სტილი არ მოსწონს.
„ლუის ენრიკემ ოსიმენის შეძენაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვა. მან უკვე დაბლოკა ვიქტორის ტრანსფერი. ამის მიზეზი ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაა, რომელიც ღამის წვეულებებს მოიცავს“, – თქვა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ Canal+ – ის ეთერში.
შეგახსენებთ, კვარაცხელიასა და ოსიმენის ნეაპოლური დუეტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. 2022-23 წლების სეზონში მათ, „ნაპოლისთან“ ერთად, სერია ა-ს მოგება შეძლეს.