26 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა – ზუსტად 1 წლის წინ, „დინამო არენაზე“, საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის „ერთა ლიგის“ გათამაშების ფინალის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა, პენალტების სერიაში კი, ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი 11-მეტრიანით, საქართველომ გაიმარჯვა.
მანამდე, ნახევარფინალურ ეტაპზე, საქართველომ თბილისში ლუქსემბურგს, ანგარიშით 2:0, სძლია. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საქართველომ ევრო-2024-ზე 4 შეხვედრა ჩაატარა – 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 მატჩში კი დამარცხდა.
ჩვენმა ნაკრებმა, ჩეხეთთან 1:1-ისა და გადამწყვეტ თამაშში, პორტუგალიის 2:0 დამარცხებით, 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.