Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევაზე და რამდენად შეესაბამება ეს სტატუსი EU-ს კანონმდებლობას” – ბერლინის სასამართლო

March 22, 2025
“ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – რუსული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად”– NGO-ების განცხადება

2023 წლის დეკემბერში გერმანიის ფედერალურმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დაასახელა. შედეგად, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების პროცედურები სპეციალური წესებით მიმდინარეობს და გართულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ძირითადად განაცხადზე უარს ეუბნებიან, რადგან ისინი “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსის მქონე ქვეყნიდან არიან.

ახლა, ბერლინის სასამართლო ამბობს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

DW-ის ცნობით, სასამართლო ახლა ქართველი წყვილის საქმეს განიხილავს. კერძოდ, მათ გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არის შეყვანილი, მათ თავშესაფარზე უარი ეთქვათ. ცოლ-ქმარმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასამართლოს მიმართეს. როგორც DW წერს, ისინი საქართველოში, საჯარო სამსახურში მუშაობდნენ – თუმცა პროევროპულ აქციებში მონაწილეობის და პროტესტის გამო, ქმარმა სამსახური დაკარგა, ხოლო ცოლს საყვედური გამოუცხადეს. მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ.

“არსებობს სერიოზული ეჭვები, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას”, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.

იქვე აღნიშნულია, რომ ადრე, ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას საქმის განხილვისას დაადგინა, რომ არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი მაინც არ არის უსაფრთხოდ – “საქართველოს შემთხვევაში, ეს ეხება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”, – მიიჩნევს ბერლინის სასამართლო. მათ დასძინეს, რომ საქართველოში, შესაძლოა, ლგბტ უფლებებიც დაირღვეს.

ბერლინის სასამართლოს სპიკერის განცხადებით, განაჩენი ნიშნავს, რომ ქართველ წყვილს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გერმანიაში დარჩენა შეუძლია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge