Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამხრეთ აფრიკული მედია ბიძინა ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო მყიდველად ასახელებს

November 16, 2026
სამხრეთ აფრიკული მედია ბიძინა  ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო მყიდველად ასახელებს

სამხრეთ აფრიკაში ხუთი გიგანტური ბაობაბის გადასარჩენად საგანგებო ოპერაცია ჩატარდა. საუკუნოვანი ხეები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების გასამწვანებლად საქართველოში უნდა ჩამოეტანათ, დურბანის პორტიდან ბუნებრივ ნაკრძალში გადასატანად გაგზავნეს. ხეები სამ თვეზე მეტხანს მიწიდან ამოთხრილი, წყლის გარეშე, ღია სივრცეში იყო დატოვებული.

ამის შესახებ სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick წერს.

გამოცემის ცნობით, ხუთი ბაობაბის ექსპორტი სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ ივლისის ბოლოს შეაჩერა. აღმოჩნდა, რომ ექსპორტიორ კომპანიას ხეების ამოთხრის, ტრანსპორტირებისა და ქვეყნიდან გატანისთვის აუცილებელი ნებართვები არ ჰქონდა.

ხეების გადარჩენის ოპერაციაში ჩაერთო ეკოლოგი სარა ვენტერი, რომელმაც კერძო დაფინანსების მოძიება და ბაობაბების ტიმბავატის ნაკრძალში გადატანა შეძლო. თითოეული ხის წონა, სავარაუდოდ, 17-დან 30 ტონამდეა, ხოლო მათი გადასარჩენად 900 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა გახდა საჭირო.

„დიდ შვებას ვგრძნობ, რომ ტიმბავატიმ ხეების დატვირთვის, ტრანსპორტირებისა და ხელახლა დარგვის ხარჯების დაფარვა ითავა“, – განაცხადა სარა ვენტერმა.

ეკოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბაობაბების გადატანის წინა შემთხვევაზეც, როდესაც კენიიდან ექსპორტირებული რვა ხე გახმა.

„ეს ხეები დურბანში რომ დაღუპულიყო ან საქართველოში გაეტანათ, ვფიქრობ, ეს სამხრეთ აფრიკაში ბუნების დაცვის შესახებ მსოფლიოსთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა. ეს სამაშველო ოპერაცია ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ამ ხუთი ხის გადარჩენაა“, – აღნიშნა ვენტერმა.

მისივე თქმით, ბაობაბებს გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვეების განმავლობაში მიწის გარეშე იმყოფებოდნენ, ხეებს ახალი ფოთლები და ყვავილის კვირტები გამოუვიდათ. თუმცა ერთ-ერთ მათგანს ლპობის ნიშნებიც აღენიშნებოდა.

„ზოგიერთი ხე შეთხელდა და აღსადგენად ზაფხულის სეზონი დასჭირდება. თუმცა ვფიქრობ, დროულად მივუსწარით და მათი მომავლის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ეკოლოგმა.

ბაობაბების ამოთხრასა და საქართველოში ექსპორტის მცდელობაზე პასუხისმგებელი კომპანია Divine Landscapes ამტკიცებს, რომ ხეები ველური ბუნებიდან უკანონოდ არ მოუპოვებია და ისინი კერძო ბაღებიდან, მესაკუთრეთა თანხმობით მიიღო.

თუმცა სამხრეთ აფრიკის შესაბამისმა უწყებამ კომპანიას ნებართვის უკუქცევითი ძალით გაცემა არ დაუკმაყოფილა. კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. გამოცემის ინფორმაციით, ექსპორტიორს 2027 წლის იანვარში დურბანის სასამართლოში ეროვნული სატყეო კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ სისხლისსამართლებრივ ბრალდებებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

სარა ვენტერი აცხადებს, რომ ბაობაბების შემთხვევამ უფრო ფართო პრობლემასაც უნდა მიაპყროს ყურადღება — სამხრეთ აფრიკიდან დაცული და მოწყვლადი სახეობის ხეების უკანონო გატანას.

„საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ ასეთი ძვირფასი ხეები გასაყიდად არ არის განკუთვნილი და მით უმეტეს — მოსაპარად“, — განაცხადა ეკოლოგმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკული გამოცემა ბიძინა ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო საბოლოო მიმღებად ასახელებს, თუმცა მისი მონაწილეობა კონკრეტულ გარიგებაში ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გელათში წყალი ჩადის” – სოციალურ ქსელში ახალი კადრები ვრცელდება
  • სამხრეთ აფრიკული მედია ბიძინა ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო მყიდველად ასახელებს
  • “ამ დღეების განმავლობაში ნათლად დავინახეთ, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური მიზეზი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური პარტიები”- თამარ კეკენაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge