ხაშურში, გალფის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – აღნიშნულ ინფორმაციას “ქართლის ამბები/Qartli.ge” ავრცლებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ოპერატორს 190 ლარი წაართვეს და გაიქცნენ. მიმდინარეობს გამოძიება. შსს განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.