Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეკლესიის კელიაში სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის შშმ პირთან, რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა – დეკანოზ ილია ჭიღლაძის სკანდალური ბრალდება

September 28, 2021
2 დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს… წინააღმდეგ შემთხვევაში სათითაოდ გამოვდებ ყველას თავისი საყვარლებიანად და მერე იტყ*აურონ რამდენიც უნდათ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“5 წლის წინ, თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს წმ. გიორგის ეკლესიის მეორე მღვდელმა გიორგი (ბონდო) მელექსიშვილმა ეკლესიის კელიაში გახრწნა და სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის შშმ პირი, გოგო, რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. როდესაც ფაქტი გამჟღავნდა სამრევლოსა და საპატრიარქოში უჩივლეს, პატრიარქმა მღვდელმოქმედება შეუჩერა (ე.წ. ჯვარი ახსნა), მაგრამ არ განკვეთა სამღვდელო ხარისხიდან, რაც საეკლესიო კანონის დარღვევა იყო და არც სისხლისამართლებრივი დევნა არ დაწყებულა ამ საშინელ დანაშაულზე – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ილია მეორე- პედოფილიის მფარველი ეკლესიაში

უპირველესად, რაც უნდა დაინახოს ნათლად ჩვენმა ერმა და გააცნობიეროს ძალიან კარგად: არანაირი წმინდა სინოდი და კანონიკურობის, შესაბამისად მართლმადიდებლობის დამცველი ეპისკოპატი და პატრიარქი ჩვენ არ გვყვავს, ქართული ეკლესია გახრწნა ბოლომდე ილია მეორემ და სახარება და დიდი რჯულისკანონი ბოლომდე ფეხქვეშ გათელილია საპატრიარქოდ წოდებული კანტორის მიერ.

ჩვენი ეკლესია-მონასტრების საკმაო ნაწილი ქცეულია ბორდელად და მუდმივად ხდება არასრულწლოვნების და სრულწლოვნების გახრწნა: სექსუალური ძალადობა და ზემოქმედება. ეს ძალიან კარგად იცის ილია მეორემ, მაგრამ არ აწუხებს და არანაირ ზომებს არ მიმართავს, თუ უკიდურესი იძულება არ ხდება მასზე, ხოლო შესაძლებლობის გაჩენისთანავე ცდილობს დამნაშავე სექსუალური მანიაკების დაცვას და აღდგენას სრულ უფლებებში, ეს არამარტო გამოჩნდა ბორჯომის ეპარქიიდან გაქცეული პედოფილი მიტროპოლიტის, სერაფიმე ჯოჯუას შემთხვევაში, როდესაც ერთპიროვნულად, სინოდის გარეშე 2018 წლის იანვარში გამოსცა უკანონო ბრძანება მისი გერმანიისა და ავსტრიის ქართული ეპარქიის მიტროპოლიტად დადგინებაზე, რაც მერე გერმანიის ქართული სამღვდელოების უმწვავესმა სამართლიანმა პროტესტმა ჩაშალა, არამედ სხვა არაერთ შემთხვევაშიც, რომელთაგან ერთ მაგალითს მოვიყვან საილუსტრაციოდ, რაც მედიაში აქამდე არ გაჟღერებულა:

დაახ. 5 წლის წინათ, თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს წმ. გიორგის ეკლესიის მეორე მღვდელმა გიორგი (ბონდო) მელექსიშვილმა ეკლესიის კელიაში გახრწნა და სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის შშმ პირი, გოგო, რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. ბოლოს, როდესაც ფაქტი გამჟღავნდა სამრევლოში და საპატრიარქოში უჩივლეს, პატრიარქმა მღვდელმოქმედება შეუჩერა (ე.წ. ჯვარი ახსნა), მაგრამ არ განკვეთა სამღვდელო ხარისხიდან, რაც საეკლესიო კანონის დარღვევა იყო და არც სისხლისამართლებრივი დევნა არ დაწყებულა ამ საშინელ დანაშაულზე. ესე იგი მოხდა დანაშაულის დაფარვა საპატრიარქოს მიერ, რაც ასევე კრიმინალია.

რამდენიმე ხნის შემდგომ სამების კათედრალის მამათმავალი სასულიერო პირის პროტექციით “მოწყალე” ილია მეორემ მღვდელ მელექსიშვილს აღუდგინა მღვდელმოქმედების უფლება, რასაც საპატრიარქოში ერთი გავლენიანი სასულიერო პირის დიდი პროტესტი მოჰყვა და პატრიარქმა გააუქმა გადაწყვეტილება.

პედოფილი მღვდელი მელექსიშვილი ისევ მღვდელმოქმედება შეჩერებულია, მაგრამ ხარისხიდან არ განკვეთილა, ანუ ისევ მღვდელია, რაც საეკლესიო სამართლის დიდი დარღვევაა. თავისთავად ის, რომ იგი ციხეში არ მოხვდა, ეს საერო კანონდებლობის დარღვევაა და საპატრიარქოს ლობირების შედეგი. პედოფილ მღვდელ მელექსიშვილის საკითხი არ გატანილა სინოდის სხდომაზე და არანაირი დადგენილება სინოდს არ მიუღია, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია ილია მეორის კურსი: მაქსიმალური მიჩუმათება ეკლესიაში არსებული ყოველგვარი დანაშაულებისა და დამალვა. შესაბამისად ვისაც აზროვნება შეუძლია, ის ადვილად დაასკვნის, რომ ილია მეორე ყველაირ უკუღმართობას, სიბილწეს, დანაშაულს ხელს აფარებს და აფერხებს საერო და საეკლესიო სამართლის ნორმების აღსრულებას, მისთვის მთავარია საკუთარი ძალაუფლების გამყარება და საეკლესიო (და პოლიტიკური) დიქტატურის გამყარება, რასაც ის სიცრუით უწოდებს კაცთმოყვარებას და მიმტევებლობას და თავი ეკლესიის კანონმდებელ წმინდა მოციქულებზე და წმინდა მამებზე უფრო მოწყალედ მოაქვს. სინამდვილეში ის შემწყნარებელია ყოველგვარი გარყვნილების, გახრწნილების და უკანონობის და არავითარი სამართლებრივი ჩარჩო, ნორმა, კანონი მისთვის არ არსებობს, ხოლო პირადი კრიტიკოსების მიმართ არის სასტიკი და ულმობელი ტირანი. სწორედ ამიტომ ჩავარდა ქართული ეკლესია უსამართლობის, უკანონობის, კრიმინალის და სიბილწის ამ ჭაობში ილია მეორის 45 წლიანი პატრიარქობის შედეგად.

ცალკეული მონდომებულო სასულიერო პირების (ასევე ზ. გამსახურდიას) ყოველგვარი ცდა ეკლესიის შიგნიდან წმენდა ეიძულებინათ ავტოკრატორისთვის (ანუ პატრიარქ ილიასთვის), რჩებოდა ანულირებული და იწვევდა ილია მეორის გაღიზიანებას, კრიტიკოსს აცხადებდა ეკლესიის მტრად და ცდილობდა მის დაჩაგვრას, დასჯას, გარიყვას, განეიტრალებას. ეს მოცემულობა ჯერ კიდევ 1983-84 წლებში შესანიშნავად აღწერა თავის წერილებში მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა.

რეზიუმე: ილია მეორე ყველა უბედურებასთან ერთად არის პედოფილების მფარველი.

ამიტომ ვსვამ ლოგიკურ კითხვას: ამ ყველაფრის შემდეგ ილია მეორე უწმინდესია თუ უწმინდურესი?

(თემის გაგრძელება ფაქტებით იქნება), ” – წერს ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge