Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

6 დღე სომხეთთან მატჩამდე – რა საკითხებზე ისაუბრა ვილი სანიოლმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე?

March 14, 2025
6 დღე სომხეთთან მატჩამდე – რა საკითხებზე ისაუბრა ვილი სანიოლმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

ის ბევრ თემას შეეხო.

„შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გადაიღალნენ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება.

კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი კი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით. სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A“ – ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ – ლიგაა ჩვენი შესაფერისი.

პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება…

გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და „აიაქსი“ ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ.

ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარია სათამაშო ფორმა.

ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახებაც. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად საკმაოდ მოუქნელი სისტემაცა.

სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო.

ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს.

ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ.

„ემპოლი“ სამი მცველით თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბა გოგლიჩიძე ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი „B“ -ლიგაში დარჩენაა“, – თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველო სომხეთს 20 და 23 მარტს დაუპირისპირდება.

ორმატჩიან დუელში სომხეთის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge