დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო.
„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა, ვის, რა თანამდებობა უკავია), ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავს. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, – თქვა კალაძემ.