Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ძალიან საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ, რომელიც არასდროს არ მითქვამს საჯაროდ… – ირაკლი ღარიბაშვილი

September 26, 2021
ძალიან საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ, რომელიც არასდროს არ მითქვამს საჯაროდ… – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში “ნოესთან” 2011 წლის 4 ოქტომბრის დილა გაიხსენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მას საკუთარი ხელით დაწერილი წერილით მნიშვენლოვანი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო:

“ერთ დღეს, ბატონი ბიძინა გვიცხადებს, რომ აღარ უნდა ქვეყანაში გაჩერება. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაშინდელი ხელისუფლება აბსოლუტურად დიქტატორულ რეჟიმზე იყო გადასული, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ, რაც ჩვენთვის, ყველასთვის სრულიად მიუღებელი გახლდათ. გამოგვიცხადა (ბიძინა ივანიშილმა), რომ ტოვებს ქვეყანას, აჩერებს პროექტებს… ეს ხდება 2011 წლის სექტემბერში. მიდიოდა ოჯახით და აღარ დავბრუნდებიო – ასეთი რაღაც გვითხრა. 

 4 ოქტომბერს დამირეკა და მეუბნება, ხვალ დილით, 9 საათზე ჩემთან რომ ამოხვიდეო. ძალიან საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ, რომელიც არასდროს არ მითქვამს საჯაროდ: მხვდება ეზოში, ბატონი ბიძინა და ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ახლა სამთავრობო დაცვის უფროსია. მაწვდის თვითონ ფურცელზე თავისი ხელით დაწერილ განცხადებას და მეუბნება “გაეცანი”. ვკითხულობ – “გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში” – ეს მინდა, რომ გამოაქვეყნოთო. არავინ არ უნდა გაიგოს, დილის 9 საათია, მივდივარ “ქართუ” ჯგუფში, ვიბარებ პრესსამსახურის უფროსს, ვკეტავ ჩემს ოთახში.

ძალიან გამიხარდა, მოვიდა ის დრო… ერთი ეს პირადი, ეგოისტური, ასე ვთქვათ, სიხარული და მეორე ის, რომ მართლაც აუტანელი იყო იმ დროს ქვეყანაში ცხოვრება. მოკლედ, გავრცელდა ისტორიული განცხადება.

რა თქმა უნდა, ეს ფურცელი ინახება ჩემთან, ჩემს სახლში, სეიფში. ისტორიული დოკუმენტია. მოკლედ ასე მოვედით პოლიტიკაში,” – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • იწვიმებს თუ არა დღეს – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge