პოლიციამ გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შემთხვევა გუშინ ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.