ავტობანზე სურამის სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
როგორც qartli.ge იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შსს – ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.