„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილისა და მისი დასის რეგიონებში გასვლის საკითხის შესახებ ისაუბრა.
„ერთი „დოი“ [დავით დოიაშვილი] იყო სადღაც გასული და გზაში დაიკარგა. ერთი ეს კაცი წავიდა ოპოზიციის სახელით და მერე გაქრა, არსად ჩანს – წალენჯიხაში მოვიკითხე და იქ არ ჩასულა, არანაირი დადგმა არ ჩაუტარებია. სად წავიდა, არ ვიცი – ეტყობა, გაიაზრა, რა და როგორ იყო და სახლში მშვიდადაა. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მოლოდინი მაქვს, რომ როგორც ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ზუსტად ასე, ადგილობრივ არჩევნებშიც გაერთიანებულად თუ ცალ-ცალკე პლატფორმებს შექმნიან, „მადამ ფრანცუჟენკაც“ რაღაცას ეტყვის და ეგ არის. არ გვაინტერესებს – „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, რადგან საქმის ხალხი ვართ“, – განაცხადა ზარქუამ.