“ტვ პირველის” ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
მათი წყაროს ინფორმაციით, მას “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის ქვეყნიდან გაყვანის ორგანიზებას ედავებიან.
აღნიშნულის გარკვევა “ტვ პირველმა” ბაჩიაშვილის საქმის პროკურორთან სცადა, თუმცა მიხეილ სადრაძემ, გამომდინარე იქიდან, რომ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორი არ არის, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართება.
ასევე ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანცირუად ჩართვის უფლება არ მისცა.