შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმა პირმა 19 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
მათ გოგონას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
