“კრაბ კოფის” მეპატრონეე გოგონებზე ფიზიკურ ძალადობას სოციალურ ქსელში დემეტრე დათიაშვილი შემდეგნაირად ეხმიანება.
“ესაა ვაჟკაცობა ქოცურად, გოგოებს დახვდნენ და ცემეს, საღოლ ძმებო, უძლიერესები ხართ”- წერს დემეტრე დათიაშვილი.
მოქალაქე მაგდა მამუკაშვილის ინფორმაციით, “კრაბ კოფის” მეპატრონეებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან, უბანში დახვდნენ და სცემეს.