გიორგი ბაჩიაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს:
“ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ედავებიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას და ამის საფუძველზე შუამდგომლობაა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პატიმრობის სახით. მითითებულია, რომ საქართველო-სომხეთის გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაკვეთა და სომხეთიდან გაემგზავრა სხვა პასპორტით. ” ამბობს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი “ტვ პირველთან”.
მისივე თქმით, ბრალის დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული საზღვრის გვერდის ავლით, კონკრეტულად რა ფორმით მოახერხა ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვება.
ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ, პროკურატურა სავარაუდოდ, მოითხოვს ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას, თუმცა მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველა შესაბამის მტკიცებულებას მიაწვდის ინტერპოლს იმისათვის, რომ ბაჩიაშვილზე ძებნა არ გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი დღეს წარუდგინა.
წყარო