საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„გაცნობებთ, რომ 6-9 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“, – აღნიშნულია 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
