ავტოსაგზაო შემთვევა მოხდა თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუქ-ჯგუფი “ჩემი ქალაქი მკლავს ” ავრცელებს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
“თბილისი – ბეჟან კალანდაძის ასახვევი, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა, რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს არის მსხვერპლი.
ეს ის ადგილია სადაც დაახლოებით ერთი წლის წინ სატვირთო დაგორდა და მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც დაიღუპა ‘- წერს ჯგუფი და ავრცელებს კადრებს.