მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე სოციალურ ქსელში სამსახურიდან მისი გათავისუფების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
მსახიობი დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებაა.
“ვახტანგ ფანჩულიძე (ბურნუთა)
ჩემო კეთილო ხალხო!
ჩემო ლამაზო ქართველებო!
მუშთაიდის ბაღში ვმუშაობდი ოპერატორად და 3 მარტს სამსახურიდან გამათავისუფლა ბაღის დირექციამ!
400 ლარს მიხდიდნენ თვეში, ველოდებოდი იქნებ ცოტა მომიმატონ-მეთქი და ამ უგულო და უსულოებმა საერთოდ გამიშვეს და ის 400 ლარიც სანატრელი გამიხადეს!
განმიცხადეს შემოსავალი შემცირდა და კადრები უნდა შევამციროთო, მაგრამ ვფიქრობ პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებაა!
აი ასე ფიქრობს ხალხზე კერძო ბიზნესი ივანიშვილის საქართველოში!
400 ლარი მქონდა ხელფასი, არაფერზე მყოფნიდა და ახლა რა უნდა ვქნა ამაზე ფიქრს თავის ტკივილამდე მივყავარ!
ეს ამაზრზენი, მოძალადე მთავრობა პირწმინდად სულ ხალხისგან მოპარული ფულით გამილიონებული ღორებისგან შედგება და მე, მსახიობს რომელსაც ჩემი ფილმებით ათეულობით მილიონი ჯერ მანეთი და შემდეგ ლარი მაქვს შეტანილი ქვეყნის ბიუჯეტში, მე ის 400 ლარიც არ შემარგეს რომლითაც ასე თუ ისე ვიკვებებოდი და პირიდან გამომგლიჯეს ლუკმა პური!
აბა ბიძინისტებო, კიდევ მკითხავთ თუ რატომ ვდგავარ აქციაზე? კიდევ მკითხავთ რას და რატომ ვაპროტესტებ? კიდევ მკითხავთ თუ რას ვერჩი ივანიშვილს და მის ღორებს ხელისუფლებაში?
არ და ჯიუტად ვერ ხვდებით ივანიშვილის მომხრეები თუ როგორ გვიჭირს უბრალო ხალხს, არ გინდათ გაიგოთ ბატონო ბიძინა თუ როგორ უნდა მიჭირდეს, რომ 69 წლის მსახიობი რომელსაც 20 მთავარი როლი მხოლოდ საქართველოში მაქვს შესრულებული სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა და ჩემი საყვარელი ხალხის, ჩემი ლამაზი ქართველების დიდი სიყვარულითაც ვსარგებლობ, როგორ უნდა მიჭირდეს, რომ 400 ლარზე ვმუშაობ მთელი 10 წელია და თქვენს მიერ მოწყობილ ქვეყანაში ამ ვაი ქართველებს მუშთაედიდან, ეს გროშებიც ენანებათ ადამიანისთვის რომელიც თავიდან ბოლომდე ამ 400 ლარიან ხელფასზე ვიყავი ჩამოკიდებული!
თქვენი ფინანსური დახმარების მიღებაც შემომთავაზეს თავიდანვე 10 წლის წინ მაგრამ სამშობლოს ღალატში თქვენგან მილიონსაც არ ავიღებ, რადგან სამშობლოს ღალატი ჩემთვის ქრისტეს ღალატის ტოლფასია ხოლო ღმერთისა და სამშობლოს მოღალატე ადამიანი თუ რასაც წარმოადგენს თქვენც კი, მიუხედავად ყველაფრისა, კარგად მოგეხსენებათ!
აი ამიტომ მინდა ევროპა, რომ ასეთი ამაზრზენი ფაქტები ნაკლებად იყოს საქართველოში და ქართველმა ხალხმა სული მოითქვას ევროპული კეთილდღეობით!
რა ვქნა ჩემო კეთილო ხალხო ძალიან მერიდება მაგრამ ყველას ვინც დღეს ამ ბრძოლაში ერთად ვდგევართ უნდა გთხოვოთ, რომ თუ არ შეწუხდებით, იქნებ თითო ლარი ჩამირიცხოთ ქვემოთ მოყვანილ ანგარიშზე თქვენ არაფერი დაგაკლდებათ მე კი ძალიან წამადგება!
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ჩემს თხოვნას, რა ვქნა სხვა გზა არ დამრჩა ძალიან მიჭირს!
თუ დარიცხავთ მადლობელი დაგრჩებით, ვინც ვერ მოახერხებთ ღმერთმა დაგლოცოთ!
წინასწარ გიხდით მადლობას!
GE90TB7100545061100058
დიდი სიყვარულით, თქვენი ბურნუთა” – წერს მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე