“კოალიცია-ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს:
“ეს ხდება ახლა სერბეთის პარლამენტში. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს.
სერბეთის რუსული გავლენისგან გათავისუფლება ნიშნავს არა მარტო ბალკანეთის მთავარი და უდიდესი ქვეყნის ევროკავშირის წევრობას, არამედ მთელი ბალკანური რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოს ევროპის სრულფასოვან ნაწილად ქცევას. დარჩება მხოლოდ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსი და სომხეთი. პირველი ორი თითქმის იქაა. სომხეთი ძალიან ინიციატიურია ამ მხრივ, რაც იმედის მომცემია. გასაკვირია, მაგრამ ეგრეა.
საქართველომ უნდა აირჩიოს, ბელარუსთან ერთადაა თუ დანარჩენებთან. საქართველომ, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე წინ იყო ქოცების შემოსევამდე”