Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხომ მშვიდობა გაქვთ თქვენ? როდის იყო შეკვეთებს ვიღებდი?! – ყველას ნუ გაგვსვრით! ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას, ან ბოდიშს..! – მაკა რაზმაძის მიმართვა

September 23, 2021
“ისეთ რა ფასეულობებს იცავთ, რომ მის დაცვაში ყველა სხვას ფეხით თელავთ?!” – მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:

ხომ მშვიდობა გაქვთ თქვენ? როდის იყო შეკვეთებს ვიღებდი და მით უმეტეს ვიღაცის მითითებებით ვგეგმავდი გადაცემებს ?!! “იბერიაში” იმხელა გუნდი ვმუშაობდით ციანიდის საქმეზე – მეც და გიორგი გასვიანსაც რამდენი გადაცემა გვაქვს გაკეთებული ამ თემაზე, ყველა მოქმედი პირი გვყავდა მოწვეული თან რამდენჯერ. დამფუძნებლებიც კი არ გვერეოდნენ გადაცემების დაგეგმვაში (თქვან თუ ასე არ იყო ამდენი ხანი გავიდა და არ დაიმალებოდა ასე რომ ყოფილიყო) არათუ გარე პირები.

ყველასგან მოვითხოვ ნუ გვახსენებენ ჟურნალისტებს ასე ხელაღებით, ნუ ცდილობენ ჩვენი სახელის გატეხვას, იმ საქმეში რასაც ყველაფერი შევწირეთ ცხოვრებაში და უანგაროდ ვემსახურებით დღემდე!

რას ნიშნავს ” სანდო პირები მედიაში”? მე სანდო პირი ვარ ყველა რესპონდენტისთვის და ისინი დაადასტურებენ ამას! ვამაყობ რომ ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ არანაირი ფარული დავალებების შემსრულებელი. ეს რომ მდომოდა ან შემძლებოდა, დღეს ბევრად მეტი და უკეთესი პირობები მექნებოდა, ვიდრე მაქვს და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. თუ რამეს ვაკეთებ ან ვამბობ ყველაფერი ღია და საჯაროა. ყველას ნუ გაგვსვრით და ნუ გვიგონებთ ტყუილებს!

ნანა კაკაბაძეს რაც შეეხება არასდროს ცხოვრებაში არათუ რესპონდენტად მოწვევა უთხოვია ჩემთვის,თავისი ბრიფინგის ან რაიმე ამბის გასაშუქებლადაც კი არ მივუწვევივარ არასდროს .ჩვენ თვითონ ვიწვევდით ხოლმე გადაცემებში თემატურად.და საპატრიარქოსთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა რომ გადაცემაში ვიწვევ ხოლმე რესპონდენტად კონკრეტულ მღვდლებს როცა რაიმე ხდება.

ჩემი ასე ხელაღებით ხსენება და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის, დაუდასტურებელი ავთენტურობის ნაბეჭდ ფურცლებზე ფრიალი არის უნამუსო ტყუილები. ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას, ან ბოდიშს იმის გამო რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ჩემს წესიერებაში!!! – წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge