იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.
„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;
1. მადლბის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;
2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);
3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;
4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;
5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;
6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხ დასვენების საშუალება მოგვეცეს;
