ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის გასულ ტურში, „ლიონის“ წინააღმდეგ, შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა.
ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩას აღნიშნულმა პერფონმანსმა დასავლურ პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ფრანგულმა გამოცემა So Foot-მ კვარას შესახებ დაწერა, რომ „სავსებით შესაძლებელია, ჩვენს ჩემპიონატში აღმოსავლეთიდან ახალი მეფე გამოჩდეს.“
„ახლა ვხვდებით, პსჟ-მა რატომ გადაიხადა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად „კვარაში“ 75 მილიონი ევრო. გასაგებია მის გარეშე რატომ შეექმნა „ნაპოლის“ დიდი სირთულეები. ყველაფერი შესანიშნავადაა, მადლობა „ნაპოლის“, რომ ის მოგვყიდა. მან თავი აგრესიულობით, დაცვის დახმარებით და უნივერსალურობით გამოიჩინა. თავისი ტალანტით შეტევა უფრო კონკურენტუნარიანი გახადა, პირველი ცოტა უფერული ასპარეზობის შემდეგ, თანდათან უმატებს და პარტნიორებთან გაცილებით უკეთ ურთიერთმოქმედებს. ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და კვარაცხელია მოედანზე პოზიციებს იცვლიან და ჩემპიონთა ლიგაზე იგივეს დემონსტრირებას აპირებენ. მატჩის შემდეგ სტადიონის გვირაბში ხვიჩა კარგა ხანი ესაუბრებოდა თანანაკრებელ გიორგი მიქაუტაძეს. სავსებით შესაძლებელია ჩვენს ჩემპიონატში აღმოსავლეთიდან ახალი მეფე გამოჩდეს“, – ვკითხულობთ ზემოაღნიშნული მედიის სტატიაში.
თარგმანი: sportall.ge