ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ფოტოგრაფი მირიან კილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ლიტერატურის მუზეუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გარდაიცვალა ლიტერატურის მუზეუმის გამორჩეული და ძვირფასი თანამშრომელი ფოტოგრაფი მირიან კილაძე! დავკარგეთ დარგის დიდი პროფესიონალი, საუკეთესო მეგობარი და ქართული ხელოვნების გულშემატკივარი. ბატონი მირიანი რამდენიმე ათეული წელი ემსახურებოდა ქართულ კულტურას, მისი დასურათებულია მრავალი სამხატვრო თუ სამუზეუმო ალბომი და სხვა მრავალი გამოცემა. ლიტერატურის მუზეუმისთვის იგი შეუცვლელი და უძვირფასესი თანამშრომელი იყო, წლების მანძილზე უკლებლივ ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი. სწორედ მან მოახდინა მუზეუმის ფონდებში დაცული ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრებისა და მემორიალური ნივთების ფოტო-ფიქსაცია… გააციფრულა მუზეუმში არსებული იშვიათი ნეგატივების მდიდარი კოლექცია… აღბეჭდა მუზეუმში ჩატარებული ღონისძიებები.
ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები ვუსამძიმრებთ ბატონი მირიანის ოჯახს და საზოგადოებას ამ დიდ დანაკლისს…
პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი,
გასვენება ხუთშაბათს 14 : 00 საათზე.
მისამართი: გლდანი V მკრ. VI კორპუსი, VI სადარბაზო, V სართული- წერია პოსტში.