Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე… ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლით დაჭერილი” – ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორზე

February 19, 2025
“ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე… ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლით დაჭერილი” – ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორზე

“ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე… ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლით დაჭერილი”, – ამბობს რეჟიმის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

“გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერს რომ ვუყურებდი ძალიან მინდოდა შესაძლებლობა
მქონოდა ჩართვის და იმის თქმის, რაც მომაწვა ყურებისას, ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე გვერდიდან, “დეჟა ვუ” მქონდა!

ერთნაირი მოძრაობები, ალყის შემორტყმა, სიტყვებიც კი იგივე ისმოდა “ნუ პანიკიორობ!”, მოწმის გვერდზე გაწევა, ამ რაოდენობის ადამიანის ასე უცბად თავს შემოხვევა  და ალყაში მომწყვდევა.
განსხვავება იყო ერთადერთი ის რომ მე გადამაყუდეს რაღაც მომენტში. ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ ჩადებას. ჩემს შემთხვევაში ჯერ უკანა ჯიბეში, სადაც ვერ მოახერხეს და მერე წინა ჯიბეში ჩამიცურეს.

მანდ არ გამოუვიდათ, ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე.

მადლობა ამ გოგოს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთა, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა.

ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება, ვფიქრობ ამან შეაჩერათ და ასევე იმან, რომ თუ “ამოიღებდნენ ფაქტს” ამდენი ადამიანის, მოწმეების თვალწინ მოუწევდათ დალუქვა და შესაბამისად, რომ დალუქავდნენ ლაშას ბიოლოგიური მასალა ზედ ვერ იქნებოდა დატანილი, ჩემ შემთხვევაში მოწმე არ იყო რომ დალუქვა ენახა, ბიოლოგიური მასალა ჩემი თანხმობის გარეშე  ხელთათმანით იღლიებიდან და პირიდან ამიღეს და დაატანეს იმ ჩადებულ შეკვრას.

ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი”, – ამბობს ახობაძე.

შეგახსენებთ, რომ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გუშინ გაიტაცეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას აქციაზე ეჭირა პლაკატი წარწერით: “დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე”.

ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge