Saturday, August 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასწრაფოდ გამრიცხეთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს “მოღალატედ”- მალხაზ მოლაშვილი

February 18, 2025
“სასწრაფოდ გამრიცხეთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს “მოღალატედ”- მალხაზ მოლაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი, მალხაზ მოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს პარტიიდან გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს.

მალხაზ მოლაშვილს, მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 13 იანვარს ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, ვადის გასვლის შემდეგ კი, 3 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით აცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა, მისი შვილების აქციებზე აქტიურობის გამო.

“პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემქმნელს, რაიონული ორგანიზაციის პირველ კონფერენციამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის რეკომენდაციითაც ასეულობით ადამიანია პარტიაში გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივის კოორდინატორს, წლების განმავლობაში სამჯერ შემავსებინეს განაცხადი პარტიაში გაწევრიანების შესახებ.

2012 წლის 12 დეკემბრიდან ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი “ქართული ოცნებისა” და მისი კანდიდატების გამარჯვებაში, დღემდე ვერავინ მეტყვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაქვს გადადგმული “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, 2025 წლის 13 იანვარს გამიფორმეს ერთთვიანი ხელშეკრულება პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით და ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გამომდინარე, სამ თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით მაცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა ჩემი შვილების ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და თბილისში მიმდინარე აქციებზე დგომის გამო.

7 თებერვალს საკრებულოში შევიტანე განცხადება ჩემი პირადი საქმისა და შეფასების ოქმების ასლების გამოთხოვის შესახებ, პასუხი ტელეფონზე, ვადები აქვთ და პასუხს მივიღებ. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს “მოღალატე”დ. პატივისცემით: მ. მოლაშვილი” – წერს მალხაზ მოლაშვილი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს” – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი
  • შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალების აკადემია საქართველოს საჯარო მოხელეებს შეზღუდვას უწესებს
  • “არანაირი გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება. ერთმანეთის დაწყვეტაზე არიან, ცემა-ტყეპაზე, სროლაზე, გარჩევაზე, თანამდებობებს ვერ ინაწილებენ” – ლევან ხაბეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge