ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.
„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – განუცხადა კლინიკამ „ბათუმელებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.